პოლიტიკა

კომპანიის ხარისხის პოლიტიკა

სლოგანი: ის რაც ადრე წარმოუდგენელი იყო

კომპანიის მისიაა:

  • უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შუქ-დიოდური სანათების წარმოება საქართველოში, პირველადი ფოკუსირებით ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტირების კონკურენტუნარიანი პოტენციალის გამტკიცებით.
  • საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მოსახლეობისათვის ავტოპარკის კონტროლის გამარტივება, დროის და ფულის დაზოგვა, რაც მიიღწევა ჩვენი კომპანიის მიერ შექმნილი და წარმოებული მოხერხებული დიზაინის ონლაინ კონტროლის ჯიპიეს სისტემების მონტაჟის და გაყიდვის შემდგომი მაღალხარისხიანი სერვისით, რომელიც კლიენტის მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.

ჩვენი ხედვა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:

  • მძაფრი კონკურენციის ფონზე კონცენტრირება მოვახდინოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტუნაიანი ფასის მქონე შუქ-დიოდური სანათის წარმოებაზე უახლესი ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვით წარმოებაში და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდით.
  • ვიყოთ სადემონსტრაციო ადგილის მფლობელი კავკასიაში მაღალხარისხიანი ჯიპიეს სისტემების დანერგვის და ინოვაციური მიდგომების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებში.
  • განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობას ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, კლიენტზე ორიენტირების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლების საფუძველზე.

კომპანიის ძირითადი მიზნებია:

  • მომხმარებელი კომპანიების მატერიალური, ფინანსური და ადამიანური რესურსების დანახარჯების დაზოგვა და ნაყოფიერების ზრდა მაღალ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საფუძველზე. კლიენტთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მისი სურვილების და მოლოდინის შესწავლის მიზნით, კლიენტისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის შესაძლებლობების შესახებ;
  • კლიენტის მხრიდან ყველა რეკლამაციის ყურადღებით განხილვა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად მოკლე დროში მათი გადაჭრა;
  • კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე ხარისხის მოთხოვნების შესრულება;
  • პროცესების წარმართვა ისე, რომ მუდმივად უმჯობესებდებოდეს შუქ-დიოდური სანათებისა და მონიტორინგის და კონტროლის  სისტემის, სერვისის ხარისხი, დროულად ხდებოდეს ყველა ხარისხობრივი პრობლემის გადაჭრა;
  • მაღალკვალიფიციური პერსონალის გუნდის შექმნა, მათი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვა; თანამშრომელთა მხრიდან ინოვაციების მუდმივი მოტივაცია. პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით პერსონალისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა;
  • ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესება.

 

 

დამტკიცებულია:

გენერალური დირექტორი /მიხელ ჩაკაბერია

თარიღი: 20.04.2018

დაგვიკავშირდით

ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ მოგვწეროთ შეტყობინება.

გაქვთ კითხვა ან პრობლემა? სიამოვნებით დაგეხმარებით მოგვარებაში.

საუბრის დასაწყებათ დააჭირეთ ENTER