ჩვენი საქმიანობა

მაიჯიპიესი გთავაზობთ ავტოპარკის და საწვავის 24 საათიან შეუფერხებელ ონლაინ მონიტორინგს. GPS შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე. ამის შემდეგ მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომ აკონტროლოთ თქვენი ავტოპარკი. სერვისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილზე. კონტროლი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა 195 ქვეყანაში მყოფ მანქანაზე.

ნებისმიერი კომპიუტერიდან შეგიძლიათ ნახოთ: თითოეული ავტომობილის ადგილმდებარეობა, ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე, მოძრაობის დინამიკა, განვლილი კილომეტრაჟი, დაძვრა-გაჩერების დრო და ადგილი, ავტომანქანის ავზში საწვავის რაოდენობა და კიდევ ბევრი ნიაუანსი.
გთავაზობთ მრავალი სახის რეპორტს რაც საშუალებას მოგცემთ გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია განვლილი კილომეტრაჟის, ნამუშევარი საათების, მოხმარებული საწვავის შესახებ. შეგიძლიათ ნებისმიერი რეპორტის გადმოწერა და ამობეჭდვაც. ასევე გთავაზობთ მძღოლის იდენტიფიცირებას და კიდევ ბევრ ნიუანსს, რაც დაგეხმარებათ რეალური ხარჯების განსაზღვრაში და რესურსების სწორ გადანაწილებაში.

საწვავის კონტროლი: საწვავის მონიტორინგი შესაძლებელია ორნაირად:

ვარიანტი 1: თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ საწვავის ხარჯვა ,ნაკადის მრიცხველის (რასხოდომეტრი) საშუალებით,რომელიც გაძლევთ ზუსტ რიცხვს რამდენი ლიტრი საწვავი მოიხმარა ძრავმა.

ვარიანტი 2: თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ საწვავის ხარჯვა საწვავის სენსორით, რომელიც მონტაჟდება საწვავის ავზში და აფიქსირებს მის რაოდენობას. ავზიდან მოდის ციფრული ინფორმაცია, საბოლოოდ პროგრმას გამოაქვს გრაფიკი, სადაც შეგიძლიათ აკონტროლოთ სატრანსპორტო საშუალების ავზში საწვავის რაოდენობა. გააკონტროლოთ მისი ჩასხმის ან ამოსხმის ინციდენტები.თქვენ ნახავთ საწვავის მოხმარების გრაფიკს, სადაც ნათლად არის გამოსახული ლიტრაჟი დრო და კილომეტრაჟი. საშუალება გექნებათ გამოავლინოთ სატრანსპორტო საშუალების საწვავის ცვლილება.
გადაადგილების ისტორია ინახება 1 წლის განმავლობაში.
ჯიპიესის მონტაჟი
GPS დამონტაჟება შესაძლებელია, როგორც ნებაყოფლობით ასევე ფარულადაც, ისე რომ მძღოლმა ამის შესახებ არ იცოდეს.(როდესაც მანქანა კომპანიის მფლობელობაშია) დამონტაჟებას არ აქვს კავშირი ავტომობილის ბორდ კომპიუტერთან. ის მხოლოდ აკუმულატორთან არის დაკავშირებული, საიდანაც იღებს კვებას. გამართული მუშაობისთვის მოწყობილობას სჭირდება ცოტა ენერგია. დამონტაჟებისთვის საკმარისია 20-30 წუთი.

მონიტორინგი
განსაკუთრებული პროგრამული უზრუნველყოფა არ არის საჭირო მონიტორინგისთვის. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ნებისმიერი კომპიუტერით ან მობილურით, რომელსაც ინტერნეთთან აქვს კავშირი. მონაცემების სანახავად უნდა შეიყვანოთ თქვენთვის მონიჭებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.ამის შემდეგ შეძლებთ ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნოთ ავტომობილს. კონტროლი ძალიან ადვილია და არ არის საჭირო დამატებითი კურსების გავლა ან სპეციალური განათლება. ინსტრუქციის გაცნობა საკმრისია იმისათვის, რომ უპრობლემოდ თავად აკონტროლოთ თქვენი სატრანსპორტო საშუალებები. ჩვენ ჩაგიტარებთ პრეზენტაციას და გაგაცნობთ მოხმარების წესებს.

ჯიპიესის მუშაობის რეჟიმი
ჯიპიეს სისტემა 24 საათის განმავლობაში შეუფერხებელად მუშაობს, ყველგან სადაც ტელეფონი იჭერს. დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში დროებით ითიშება სიგნალი, მაგრამ ინფორმაცია არ იკარგება. ინახება და კავშირის აღდგენისთანავე უბრუნდება სამუშაო მდგომარეობას, დაგროვილი ინფორმაცია გადაეცემა სერვერს და ავტომატურად მფლობელსთვისაც ხელმისაწვდომია ეს მონაცემები.
ჯიპიესის დაფარვის ზონა
ჩვენი ჯიპიეს სისტემა ფარავს მთელ საქართველოს და ახლა უკვე მსოფლიოს 195 ქვეყანას. ევროპას, აზიას, ახლო აღმოსავლეთს, რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას და სხვა. კომპანიებს, რომლის მანქანებიც გადიან ქვეყნიდან მათ როუმინგის გადასახადი არ ემატებათ და ვემსახურებით ფიქსირებულ ფასად.

მონიტორინგი რუქაზე
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რუქის ტიპი საკუთარი სურვილის შესაბამისად, ასევე იპოვნოს სასურველი მისამართი ღილაკი ძიებით. სატრანსპორტო საშუალების დაქოქილ მდგომარეობაში ყოფნის დროს რუქაზე ის მწვანედაა, მასზე მაუსის გადატარებისას ვიღებთ ბოლოს მოსულ ინფორმაციას: დრო, სიჩქარე, ოდომეტრის მონაცემი( განვლილი ჯამური მანძილი ) გრძედი და განედი, სატრანსპორტო საშუალების ნომერი ( კლიენტის სურვილისამებრ). რა მიმართულებითაა ავტომობილი შებრუნებული. დაქოქილ ავტომობილზე ინფორმაცია მოდის ყოველ 10 წამში ერთხელ, ხოლო ჩაქრობილზე ეს პერიოდი იზრდება. ავტომობილის მიერ განვლილი მანძილი ჩანს მწვანე ხაზებით. ჩაქრობილი ავტომობილი წითლადაა. ავტომობილის პარკინგისას რუკაზე ჩნდება ინფორმაცია დგომის ადგილის და დროის შესახებ. შეგიძლიათ დააამატოთ ობიექტი, რაც თავიდან აგაცილებთ ავტომობილების ცალცალკე ძებნას. თქვენს ობიექტზე გადასვლით ნახავთ ყველას ერთად. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გზამკვლევით, რომელიც გიკარნახებთ გზას, როგორ შეიძლება მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე.

მარშუტები, ზონები
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მარშუტი ან ზონა, სადაც უნდა იმოძრაოს სატრანსპორტო საშუალებამ. ტერიტორიიდან გასვლის, შემოსვლის ან მარშუტიდან გადახვევის შემთხვევაში მფლობელს მიუვა სმსი ან მეილი. ასევე ნახოთ რა მარშუტით გადაადგილდებოდა მთელი დღის განმავლობაში და დაინტერესების შემთხვევაში უფრო ზუსტი მონაცემიც მიიღოთ ხომ არ გაიარა ერთი და გივე ქუჩაზე რამდენჯერმე, ხომ არ გაჩერდა(რა დროით), რა სიჩქარით დადიოდა და ა.შ.

ისტორიის შენახვა
ინფორმაცია ბაზაში ინახება 1 წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ თქვენთვის სასურველ მონაცემებს, გადმოწეროთ და ამობეჭდოთ.
ინფორმაციის კონფიდენციალურობა
ინფორმაცია თქვენი სატრანსპორტო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის, რადგან ჯიპიესის დამონტაჟების შემდეგ გენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი და შეძლებთ მიიღოთ სრული ინფორმაცია ავტოპარკზე. თუმცა თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის ნდობით აღწურვილ ადამიანს გაუზიაროთ პაროლი.
გარანტია
GPS მოწყობილობას აქვს 3 წლიანი გარანტია.

ჩვენი კლიენტები

დაგვიკავშირდით

ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ მოგვწეროთ შეტყობინება.

გაქვთ კითხვა ან პრობლემა? სიამოვნებით დაგეხმარებით მოგვარებაში.

საუბრის დასაწყებათ დააჭირეთ ENTER